საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძესაქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსფაიგ გულიევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული
პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი
მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის
არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის უფრო მეტად
გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს
თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება