fbpx

დიღმის მასივში,,ნიკორას,,თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს. მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, მაგრამ დამატებით განმარტებას არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც „ნიკორას“ თანამშრომელი ცივი იარაღით მომხმარებელმა დაჭრა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება