საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს:
„დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა, და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.”
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.