ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში  გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება  გარდამავალ, მწვანე პერიოდში“.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს – ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2051319853844230389?s=46

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება