მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ

პატრიოტთა თაობებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.

თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.  

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება