მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს

უკუსვლას, ესეც ტყუილია. Როგორ შეიძლება, მხარს უჭერდე ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებზე და პარლამენტში შესვლაზე და პრეტენზია გქონდეს ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური განვითარების შესაძლებლობა შეენარჩუნებინა. ეს არის უბრალოდ უსამართლობა.” – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან დიალოგის აღდგენის წინაპირობებსა და ქართული მხარის მზაობას, აღადგინოს დიალოგი, თუკი ევროკავშირის მხრიდან სურვილი იქნება. 

“დიალოგს არ სჭირდება წინაპირობები, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს – მოპყრობა იყოს სამართლიანი. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს. თუ ეს არის პროცესი, სადაც წინაპირობები უნდა დაგვიდონ და აქ წყდება ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ დავდოთ ეს წინაპირობები და ქართული საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, თუ რა არის ეს წინაპირობები და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, თუკი იქნება ევროკავშირის სურვილი, რომ განახლდეს ჩვენ შორის დიალოგი, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით და ირღვევა, როცა არ ატარებენ შეხვედრებს საქართველოსთან.” – აღნიშნა მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება