მამუკა მდინარაძემ, არამედ ამ გუნდმა მიაღწია და როგორი გვერდით დგომაც იყო თქვენი მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. აქ არის გუნდი, რომელთან ერთად დაუღალავმა შრომამ მოგვცა საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს არამხოლოდ უსაფრთხოებაში, არამედ ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში განსაკუთრებული როლი აქვს. მადლობა პერსონალურად თქვენ იმისათვის, რამხელა მხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ეს სამსახური გაძლიერებულიყო და დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს ამ სამსახურის სიძლიერეზე, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და გუნდის ერთობა, ოჯახურობის განცდა და პროფესიონალიზმი ამას უზრუნველყოფდა და ამისათვის თქვენ და თითოეულ თანამშრომელს მადლობა. გეკა გელაძე არის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აქედან გადავიდა. გადაჭარბების გარეშე, შთამბეჭდავი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი სამსახური. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად ნახა. მისი ხელმძღვანელობა, მისი სისტემური მენეჯმენტი დაეტყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს სამსახური მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებს მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო. დღეს ეს რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუციაა, ბევრად უფრო გაძლიერებული დამხვდა და მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს, თანამშრომლებს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომლებიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვიქნები და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ინსტიტუცია“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.