ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს:  დადე, ნოდარ, ბიჭო,  ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება  – ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე  “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.

ლაშა გეგეჭკორის განცხადებით,  ნოდარ მელაძისგან  მსგავსი ბრალდება საზოგადოებას მრავალჯერ მოუსმენია, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი მასალები არავის უნახავს.

გეგეჭკორი მოუწოდებს ნოდარ მელაძეს დადოს შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს.

„“ორშაბათი შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია…”

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე

“ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.”

ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე.

ასეთ ნოდარებს ავიწყდებათ რომ ზოგადად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში ბრალდების მტკიცებულება ბრალდების მხარესაა.

ანუ მე კი არ უნდა ვიმართლო თავი და ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, შენ – ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცო ჩემი ბრალი ამა თუ იმ დანაშაულში.

ბევრჯერ მოგვისმენია ნოდარასგან: ჩვენ მოვიპოვეთ სუს-ის დახურული ფაილები, ჩვენ მოვიპოვეთ გამოძიების მასალები. ოღონდ ეს ფაილები და მასალები არ გვინახავს. ჩვენ კი არა – არც ნოდარას არ უნახავს. გეგეჭკორი წერს, რომ თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი.

„ტელევიზია, რომელიც სრულად იმართება მათი მევახშე დამფინანსებლის, სასამართლოს მიერ არაერთგზის თაღლითად გამოცხადებული მამუკა ხაზარაძის მიერ, პირდაპირ გულისამრევ ცილისწამებაზე გადავიდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახსრებით გადაარჩინა ქართული კულტურული მემკვიდრეობა; ააშენა და აღადგინა ასობით ეკლესია-მონასტერი, თეატრები, სკოლები, უნიკალური პარკები; გადაარჩინა ათასობით ადამიანი, გასწია ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად მოაცილა ამ ქვეყანას ჯალათების რეჟიმი, მილიარდები დახარჯა საკუთარი ქვეყნის უანგარო მსახურებაში.

სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე – კაცი, რომლის სახელიც ათასობით ოჯახის გაუბედურებასთან, სახლებიდან გამოსახლებასთან და დაუნდობელ მევახშეობასთან ასოცირდება. ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა.

და ახლა, ეს დადასტურებული თაღლითი, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით, ცდილობს ჩირქი მოსცხოს უპრეცედენტო, ისტორიულ ქველმოქმედებას! რა არის ეს, თუ არა მორალური ფსკერის საბოლოო და შეუქცევადი ჩალეწვა?

თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი. მათ უნდათ, რომ ყველა და ყველაფერი საკუთარ, მიწასთან გასწორებულ მორალურ დონეზე დაიყვანონ, რადგან სხვისი კეთილშობილების ფონზე მათი სიმახინჯე კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

მაგრამ ტყუილად ირჯებიან. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის. ისტორიას ვერცერთი დაკვეთილი სიუჟეტი და ვერცერთი გაყიდული ჟურნალისტი ვერ გადაწერს. სიმართლე ერთია: ერთის სახელი ისტორიაში რჩება როგორც უდიდესი ქველმოქმედის და აღმშენებლის, მეორესი კი – თუ საერთოდ შევა ისტორიაში, შევა როგორც ჩვეულებრივი თაღლითი და მევახშე!“- წერს გეგეჭკორი. დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბ ა ტ ო ნ ნოდარს დაგიძახებ.

ვერა, ჰო? აქ მართალი ხარ, ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს.

ამიტომ არის შენს ჟურნალისტურ ცხოვრებაში “ყოველი დღე შაბათი…”

გმადლობთ ყურადღებისთვის,“- წერს ლაშა გეგეჭკორი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება