ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები
გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე
ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.
ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული იასამნების საკოლექციო ნაკვეთი
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ იასამნების კოლექციას წარმოადგენს. 1970
წელს შექმნილი და 2019 წელს განახლებული უნიკალური კოლექცია ასახავს
ქვეყნის ბოტანიკურ მემკვიდრეობას და მრავალწლიანი კვლევისა და მოვლის
შედეგს. იასამნების მრავალფეროვნება, სურნელი და გაზაფხულის ფერები ბაღს
განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი
დამთვალიერებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან
დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დამთვალიერებლებს
ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც
სირინგარიუმში აღმოჩნდებიან.
ეროვნული ბოტანიკური ბაღი იასამნების ყვავილობის სანახავად
დამთვალიერებლებს მაისის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება