გამომხატველ ჟესტსაც გამოეხმაურა.
„პიტერ ფიშერის სტუმრობა 9 აპრილის მემორიალთან, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული და მისი ეს ქმედება იყო პოლიტიკური. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა. სხვათა შორის ასეთი წაქეზებები ბოლო პერიოდში არაერთი ვნახეთ. გახსოვთ ალბათ, როდესაც „მაიდანიზაციის“ წაქეზება ხდებოდა და ბალტიის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა პირდაპირ მიტინგზე გამოდიოდა და აქეზებდა მომიტინგეებს, ცეცხლი ანთებულიყო შუაგულ დედაქალაქში. ვნახეთ, როცა ელჩების უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენაში მონაწილეობდნენ. გახსოვთ ალბათ წინდებით გატანილი მასალა კვლევისთვის. სურდათ დაემტკიცებინათ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვინმე აწამებდა. ასეთი სცენების მომსწრე უკვე ვართ და არ არის ეს უცხო. სამწუხაროა, მაგრამ თავად დასალეთის პოლიტიკურ წრეებშიც ეს ყველაფერი გაცვეთილია და ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ფსევდო-ლიბერალები თანდათან კარგავენ პოზიციებს. საფრანგეთი, გერმანია, შოლცის მესამე ადგილზე გასვლა, მაკრონის საარჩევნო პოზიციების დათმობა და ა.შ. მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ხედავთ, რომ ცვლილებები არის არამხოლოდ ერთ რომელიმე ლოკაციაზე, არამედ მთლიანად ევროპა მოიცვა ასეთი ცვლილების ჟინმა და სურვილმა,“ – განაცხდა დიმიტრი ხუნდაძემ.