მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით

მიდგომამ სარგებელი მოიტანოს უკეთ განსაზღვრული მიზნების და ღონისძიებების დასახვით, რომლებიც გააძლიერებს სამომავლო კონკურენტუნარიანობას არსებული ეკონომიკური სისუსტეების გაღრმავების ნაცვლად. მაგალითად, სამრეწველო პოლიტიკის ყველა ინტერვენციის დაახლოებით ორი მესამედი ამჟამად მიმართულია სოფლის მეურნეობაზე და სურსათის წარმოებაზე, მაშინ როცა მხოლოდ 10%-ია ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ ან სამრეწველო დანიშნულების საქონელზე.

„პროდუქტიულობის და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდის მისაღწევად ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ ამბიციური პოლიტიკის რეფორმების პრიორიტეტიზება, რომლებიც უზრუნველყოფს სამეწარმეო გარემოს მოდერნიზაციას, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს. სახელმწიფო რესურსების, მაგ. ინდუსტრიული პარკების ან სპეციალური ეკონომიკური ზონების მიზანმიმართულ გამოყენებას იდენტიფიცირებულ საბაზრო პრობლემებზე რეაგირების ხელშეწყობა შეუძლია. თუმცა, სამრეწველო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს ზომიერად და მხოლოდ დროებით“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

ანგარიშის რეკომენდაციაა, რომ სამრეწველო პოლიტიკა ახდენდეს ახალი და დინამიური კერძო სექტორის ფირმების და იდეების წახალისებას, ბაზრის ამჟამინდელი მოთამაშეების, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის ნაცვლად, და რომ ის უნდა აძლიერებდეს და ხელს არ უშლიდეს კონკურენციას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება