ვხედავთ რომ ამას მოაქვს შედეგი. ჯერ-ჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს იმიტომ, რომ სამყარო არ არის ასე მარტივად მოწყობილი, ყველაფრისთვის – თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ განვახორციელოთ და ყველაზე მთავარი არის ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს, ამ პრინციპულ პოზიციაზე ჩვენ დაგვიდგა ჩვენი მოსახლეობა, შედეგშიც აისახა ეს და პარალელურ რეჟიმში, რომ ჩვენ ავიცილეთ ომი და დავამყარეთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე განვავითარეთ ეკონომიკა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ეს პროცესი გრძელდება. ამ მიმართულებითაც დიდ ინტერესს გამოვთქვამთ სხვა ქვეყნების მიმართ, რომ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, მუდმივად აღვნიშნავთ, რომ როცა ეს პროცესი დაიწყო, ჯერ კიდევ საომარი ვითარება იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ ხალხმა რომელიც საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ, ხელი შევუწყვეთ, რომ მშვიდობა დამყარებულიყო ამ რეგიონში და შესაძლებლობებიც ძალიან ნიშანდობლივია და ნათელია ყველასთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს სამი ქვეყანაც და რეგიონის ქვეყნები, რომ სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში.
ამ გზას ვადგავართ, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან, ბატონ პრეზიდენტთან, დიდი ინტერესი გამოითქვა სლოვაკეთის მხრიდან და ჩვენი მთავრობები უფრო მჭიდროდ დაიწყებენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. რაც ვახსენე კიდევაც სავაჭრო, ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, კულტურის, განათლების და ა.შ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელიც გაგვაჩნია საზოგადოებებს და ხალხებს შორისაც უფრო გაღრმავდება და რა თქმა უნდა, საქმიან პროცესშიც უფრო მჭიდრო და განვითარებადი გახდება.
კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სლოვაკ ხალხს, მის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის. თავადაც განაცხადა არ ყოფილა საქართველოში და ვეპატიჟებით, ჩვენს ძალიან კარგ და ლამაზ ქვეყანაში და იმედია ეს დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას ვუსურვებ, როგორც პრეზიდენტს, ასევე სლოვაკ ხალხს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.