ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას. „გუშინ ჩვენ მივაბარეთ მიწას ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი —ადამიანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენსეკლესიას. პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის სულიერიგაძლიერება, სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგება, ურთულეს დროს ხალხისგაერთიანება.მისი ცხოვრება იყო მაგალითი — რწმენის, მოთმინების, თავმდაბლობისა დაუსაზღვრო სიყვარულის. ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედთითოეული ჩვენგანის მფარველი და გულშემატკივარი.დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ჩვენგანიგანვიცდით. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მისმიერ ნათქვამი სიტყვები კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს შორის და იქცევაგზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მინდა მივუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას, საეკლესიოდასს და ყველა იმ ადამიანს, ვისშიც მისმა გარდაცვალებამ მწუხარება და ტკივილიგამოიწვია,“ – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგიკალანდარიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება