თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განპატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.დედაქალაქის მერი ასევე შეხვდა კლინიკაში შეკრებილ სასულიერო პირებსა დასაპატრიარქოს წარმომადგენლებს და უწმინდესს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გუშინ,გვიან ღამით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქიმართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება