კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა”კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერგაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელიპარტნიორების დაკვეთით შეიქმნა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშული თემის კომენტირებისას აღნიშნა,ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობითმილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურულიქსელი შეექმნათ.“მოცემულობა მარტივია, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავსდა აფასებს. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობდით. პირდაპირ ვთქვით, რომ არიან გარეძალები, რომლებიც შიდა ძალებს მართავენ. გარედან რასაც ეტყვიან დადაავალებენ, ვალდებულები არიან, რომ გააკეთონ. მათ კითხვის დასმის უფლებაცკი არ აქვთ. ქვეყანაში ჩვეულებრივი აგენტური ქსელია შექმნილი. ბოლო წლებისგანმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამ მოღალატეობრივი ქსელისშესაქმნელად. შესაბამისად, დღეს ეტყვიან ცალ-ცალკე უნდა იყოთო, ხვალ ეტყვიანგაერთიანდით პლატფორმაზეო და ისინიც ასრულებენ.არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან.ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის,ეს ყველაფერი საიდან და როგორ იმართება და ვინ არიან ამ ჯგუფების პატრონები.არავის გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ მსგავსი აგენტურული დაჯგუფებებიყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი და ვერანაირ წარმატებას ვერმიაღწევენ, რადგან მოღალატეები არიან, ემსახურებიან თავიანთ პატრონებს დაატარებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადაკახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება