ფრიდონ ინჯიას თქმით, წინა მოწვევის პარლამენტშიც მოხდა მსგავსი რამ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობა” წევრებმა დატოვეს და პარტია “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბეს.
“სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც “ნაცმოძრაობას” “ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”,-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.