fbpx

სამეგრელოში შვილმა მამა მოკლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,  სოფელ ლეწურწუმეში  შვილმა მამა მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად,მთვრალმა კობა წურწუმიამ მამას ჯუმბერ წურწუმიას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა და თვითმკვლელობა სცადა.

სავარაუდო დამნაშავე ჩხოროწყუს რაიონის საავადმყოფოში იმყოფება და მის სხვა კლინიკაში გადასაყვანად რეანომობილს ელოდებიან.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება