“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისადა წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების სექტორებში მოქმედ რეგულაციებსა და მომხმარებელთა უფლებებზე:„სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.შესაბამისად, სემეკი მუდმივად ნერგავს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას. მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ კომუნალური კომპანიების მიერ ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას, მაგალითისთვის ადგილი ექნება ზედმეტ დარიცხვებს ან მომსახურების ხარისხის გაუარესებას, აუცილებლად მომართონ სემეკს. 2025 წელს,მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, სემეკმა განიხილა 1827 საკითხი, რომელთაშესწავლის შედეგადაც კომისიამ მოქალაქეებს ჩამოაწერა 1,290,244 ლარი.აქვე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების ხარისხის კონტროლის მიმართულებით სემეკს შემუშავებული აქვს შესაბამისი სტანდარტები, რომელთა შესრულებაცკომუნალური კომპანიებისათვის სავალდებულოა. მათი დარღვევის შემთხვევაში, სემეკისრეგულაციის შესაბამისად, კომპანიებს ევალებათ კომპენსაციის გადახდამოქალაქეებისათვის. საგულისხმოა, რომ 2017 წლიდან დღემდე, სემეკის რეგულაციებისშესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ კომპენსაციის სახით მოქალაქეებზეგაცემულია 24,919,703 ლარი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის,ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორში არსებული სიახლეები,ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე, რომლებიც მოქალაქეებს უმარტივებსსერვისების მოკლე დროში მიღებას. მისი თქმით, სემეკისა და იუსტიციის სახლისერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებულიმომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, დღემდე 137,434-მა მოქალაქემ ისარგებლა:„რაც შეეხება სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელსაძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოსკომუნალური ინფორმაცია, დღემდე 8 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა“, – აღნიშნადავით ნარმანიამ.9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა დამომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის,დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნულისააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.