“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. “ივანიშვილი უნდა დაემხოს” – ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “კურიერს” დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ, გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო