ქართველიშვილი: კანდელაკს “აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას

ქართველიშვილი: კანდელაკს “აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა – მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი “აახიეს”, მის კომპიუტერს “ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს. „ ოთხი რაღაც გავიგეთ: 1. კანდელაკს კომპიუტერი აახიეს 2. კანდელაკის კომპიუტერს ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას 3. თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს 4. თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოპარა. მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს.“ – წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება