“ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არისპოლიტიკური სპეკულაცია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემმედიასთან ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისდელეგაციის ვიზიტი არის დასტური იმის, რომ ხელისუფლება საერთაშორისოორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა აღიარა“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და უკვე მერამდენე წელია მხარსგვიჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ოპოზიციის მხრიდან კი ხელისუფლებისაღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია. ჩვენ ვაწარმოებთიმ პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი.რაც შეეხება უშუალოდ ეუთო-ს დელეგაციას, გვახსოვს ბოლო არჩევნებთანდაკავშირებით როგორი შეფასებები გააკეთეს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის შანსები თანაბრად ჰქონდა,ქართველ ხალხს კი არჩევანის თავისუფლად გაკეთება შეეძლო. ისიც გვახსოვსოპოზიციის, რადიკალებისა და გარე ძალების მხრიდან რა რეაქციები მოჰყვა -როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მისიის წარმომადგენლებს. მათიდამოკიდებულება ვიცით, ჩვენ კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთანთანამშრომლობას ვაგრძელებთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.