შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა.შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა.ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლიბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთადდაათვალიერა.„თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. გარდა ამისა, წელსველოდებით 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებსაღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიანარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოსსუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისიტექნიკის არსებობას და მის განახლებას. აღნიშნული შესყიდვის შემდეგ,„თბილსერვის ჯგუფს“ 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიანკარგია და მისასალმებელია. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ,რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა დაყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.აღსანიშნავია, რომ ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთოღირებულება 8 628 673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს „ჯითი გრუპი“ დაშპს „თეგეტა მოტორსია“.„თბილსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს დაასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია დამანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება.დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქისმასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი დაშესაბამისი სერვისები.
