დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ როცა მთელს რეგიონშირთული მდგომარეობაა, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია.ჟურნალისტების კითხვაზე, რას ემსახურება მედიით გავრცელებული სტატია ,სადაც საუბარია კვლევაზე, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, რომელშიცაღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად დაორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“საქართველოში, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებამოღალატეობრივი ნაბიჯია.“პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნისსაწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივიმოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებითარ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რათქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ესარის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადადმსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნისმიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდადაინტერესდნენ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მსგავი ტიპის კვლევა ხომ არ არისსაქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაჯანსაღებისთვისხელის შეშლის მცდელობა, თბილისის მერის თქმით: “რა თქმა უნდა, მსგავსიქმედებები ყველაფერს ემსახურება. მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-სშორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს. ისინი ყველაფერსგააკეთებენ, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. თუ ქვეყანა და ხალხი უყვართ,მითუმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ უნდააკეთებდნენ?”ამასთან, კახა კალაძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციისპირობებში, საქართველოს მთავრობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისგადატვირთვის მოლოდინი აქვს.“რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ. ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადებაა გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მუქარა, შანტაჟი გვესმოდა, რაც არც მეგობრობაა, არც ნორმალური ურთიერთობა. შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გვაქვს მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიხედება. თუნდაც საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაც იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.