ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტასაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვისუზრუნველყოფის მიზნით.ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღისმრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია.დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთაკოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანიმცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულგამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით,განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიანმობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებულიტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხოგადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება. ზიანისმასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულებისსამსახურები.სპეციალისტები ეტაპობრივად აფასებენ მიყენებულ ზარალს და ამუშავებენ აღდგენითიღონისძიებების დეტალურ გეგმას.როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელადმნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო.ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავსუსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას.სამუშაოების დასრულებისთანავე ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილებაშეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება