დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, 1921 წელს
კოჯორ–ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა
კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,
სიმბოლურად 1921-მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. იუნკერებმა
კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების
შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის, გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან
და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.