2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის
მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე
თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
იმყოფება.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში
აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა
რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი განხილული იყო ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს
აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი
საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 2026 წლის 20 იანვარს
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეც თავისუფალია და ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში
აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა
რელევანტური ინსტრუმენტი. ამასთან, საკითხი განხილული იყო ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს
აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი
საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
https://ssg.gov.ge/news/1083/ukanonod-dakavebuli-saqartvelos-erti-moqalaqe-tavisufalia