თბილისში, კადეტთა და იუნიორთა შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

20-27 თებერვალს თბილისი მასპინძლობს კადეტთა და იუნიორთა შორის
ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს.
საქართველოს 42 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სპორტსმენი ეწვია, რომლებიც
ჩემპიონობისთვის იარაღის სამივე სახეობაში ხმლით, რაპირითა და დაშნით
ასპარეზობენ.
მიმდინარე ჩემპიონატზე აჭარის ნაკრებიდან რაპირით ფარიკაობენ ანანო ჯინჭარაძე
და ელენე თურმანიძე, ხოლო დაშნით – ლუკა ქათამაძე.
მესამე საშეჯიბრო დღეს გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილზე გასული
სპორტსმენების დააჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის
განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ, სპორტის
დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ და ფარიკაობის საქართველოს ეროვნული
და საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლებმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება