„მართალია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს წინსვლას,ობიექტურად აფასებს, თუმცა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჩვენთანმიმართებაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძე ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევას გამოეხმაურა, რომლისთანახმადაც, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად არისმოხსენიებული.მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაეკონომიკურად განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი რეფორმა განხორციელდეს.„რა თქმა უნდა, სიახლე არაა, რომ ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკურიადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლიაკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდისეკონომიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით, მათ ჩვენი ქვეყნის გამოყენებასურდათ სხვადასხვა მიმართულებით, იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ ქვეყანასანქციებს მიერთებოდა და მეორე ფრონტი გახსნილიყო. მაგრამ ჩვენ ხომ ისე უნდავიმოქმედოთ, რომ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებიდავიცვათ.ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციისგზა, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია. ამ გზაზე უამრავი გამოწვევაა,ხშირად ვაწყდებით უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში. ამყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანა წინ მიდის,ვინარჩუნებთ მშვიდობას. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის“, – აღნიშნა კახაკალაძემ.