კახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულიადა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება,თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა დათანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, კახაკალაძის თქმით, ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სასაცილოა, რადგან არსებობსსაერთაშორისო სტატისტიკა და შესაბამისი დასკვნები.„საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაშიეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია.ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არსიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაცეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა,შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა.ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით.ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენიგაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რამაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნისმეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება