სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდანის საბოლოო განსასვენებელია, მომლოცველები მთელი საქართველოდან ჩადიან.
სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი და სიღნაღის დელეგატი გიორგი ბენაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი მრევლთან ერთად დაესწრნენ.
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ ნინოობას!