წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარსგაიმართება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურადიმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტისწახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.„ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა დაგანვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებულისპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულმიმართულებას – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციასგანსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემიყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს,კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებისწესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა დასიცოცხლის ხანგრძლივობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ბოლო წლების განმავლობაში ამმიმართულების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის არაერთ პროგრამასახორციელებს.„მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორცპროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით.სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვისგამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაცპროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენებისდაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოებისღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება.ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა, დავაჯილდოვოთ წარმატებული თბილისელისპორტსმენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი. რაც შეეხება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას, თბილისის მერის ინფორმაციით, დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მისივე თქმით, ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000
ლარს შეადგენას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება