ლევან ჟორჟოლიანი – ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები,  გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და  დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხელფასები  თუ ნებისმიერი სხვა, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფრომა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის. 

„ ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან.  ვფიქრობთ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებით. შემდგომ დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით“, –  აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება