ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში

„სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო“ -ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ დაკავებამდე განაცხადა ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს.

ახალია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ვერცერთი სხვა ხელისუფლება ახლოს ვერ მივა.

„მანამდე იყო შევარდნაძე, მოკლე პერიოდით გამსახურდია, იყო ვინმე გუმბარიძე, მანამდე პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ა.შ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან?! რომელი ერთი? ვინმე თუ მეტყვის, რომ არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო, დიდი ბოდიში. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად გითხრათ, რომ მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“- ამბობს ახალაია.

ბაჩო ახალაია: ნაცებიც ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული- ვინ ამბობს მაგას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა- არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ახალაიას დაკავებამდე ორი დღით ადრე ჩაწერილ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ახალაია ამბობს, რომ ეამაყება, რომ ნაცია. ასევე, ხაზს უსვამს, რომ არ იცის, რა მინუსებზეა საუბარი, ვინც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„პირადად მე, მეამაყება ის, რომ ნაცად აღვიქვამ თავს, ნაციონალად. ვისთვის როგორ არ ვიცი, მე მეამაყება. ნაცობა არის დამაკნინებელი, ვიდრე ქოცობა?! – ჩვეულებრივი დიქტატურის შედეგია… ობიექტური მიზეზები ამის, პროპაგანდის გარდა და დიქტატურის გარდა, სხვა არ არსებობს. ნაცებიც ხომ ამბობენ, რომ  ბევრი შეცდომა იყო დაშვებული- ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს მაგას? მე მაგას არ ვამბობ. მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა. ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება