1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს, გარემონტებული ახლადგადცემულ ბინებში შეხვდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე, ერთდროულად, 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

