სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, სიღნაღის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო

საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, სიღნაღში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების პატარა სტუმრები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა.

ჩატარდა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ:კოტე ყიფიანი, ⁠⁠ნეკა სებისკვერაძე, ⁠⁠ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, ანსამბლი ,,⁠⁠შვიდკაცა“, ,,ჰერიო“, ილურიძის ბენდი, ⁠⁠ჯგუფი “რეგიონი”.

კონცერტს უძღვებოდნენ წამყვანები – პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.

საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება