პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
თანათავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“
მეშვეობით.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,
მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს
მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის
გასათავისუფლებლად.