ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხმავლო ბილიკების მარკირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, 74,4 კმ სიგრძის 12 ბილიკი მოინიშნა: რაჭა-ლეჩხუმქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსადა თბილისის შემოგარენში.ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 131ინდივიდუალური, ასევე ქსელური ბილიკები მონიშნა. მათი ჯამური სიგრძე1590 კმ-ს შეადგენს და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს, ხშირ შემთხვევაშირეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბითყველა სამთო-სალაშქრო ბილიკის ერთიან სისტემაში მოქცევა.ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლებისსტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებსაძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას, რომგზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვამარშრუტი და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები დაისტორიული ძეგლები.