საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებისქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებებიგრძელდება. ამჯერად, საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა.დამდეგი შობა-ახალი წელი მოქმედი, დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისშვილებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვისძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთისსარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა,პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მიულოცეს.სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ დამომღერლებმა იზრუნეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიებისბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, თავდაცვის ძალებისქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზეტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები უკვე ჩატარდაგორში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე სამხედრო ბაზებზე. საახალწლო კვირეულის დასკვნითიღონისძიება კი, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება.