კახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები,რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითვის ნიშანს აჩენს

„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვაპროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდაპროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსგანცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ის USAID-ის გაუქმებაზე საუბრობს.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მარკო რუბიოს განცხადებამეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში USAID-ის გავლით შემოსული თანხებიკითხვის ნიშანს აჩენს.„კითხვის ნიშანი არც უნდა დავსვათ – ეს თანხები, რომელიც საქართველოშისხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემოდიოდა, გამჭვირვალე იყო თუგაუმჭვირვალე. დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რას ხმარდებოდა. მცირენაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად და ასეიფუთებოდა. რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის,აგრესიული ჯგუფების წახალისების, პოლარიზაციის გაღვივების, საზოგადოებისგახლეჩვის დასაფინანსებლად იყო მიმართული.სწორედ ამიტომ ვსაუბრობდოთ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, რომ როგორცსახელმწიფომ, ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თანხები, რომელიც ჩვენსქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით შემოდის, რა მიმართულებითიხარჯება. რუბიოს განცხადებაც ამაზე მეტყველებს, რომ თანხები, რომელიც ამკონკრეტულ შემთხვევაში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითვისნიშანს აჩენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება