კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე: გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები,რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ

დედაქალაქის მერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კორუფციაზეა საუბარი.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატებისმხრიდან მსგავსი ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით, გასაკვირიარაა.„თქვენ იცით, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ამისმთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ მათ ბრძანებებს არ დავემორჩილეთ, ქვეყანაარ მიუერთდა სანქციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევდა,დააზარალებდა მშრომელ ხალხს და მივიღებდით უმძიმეს შედეგებს. ჩვენი ჩვენიპოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა დამოსახლეობის ინტერესებს ვიცავთ. ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებშიჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვხედავთ, გასაკვირი არარის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება