ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტული ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებმა შემაჯამებელი საჩვენებელი ღონისძიება გამართეს. ბოლნისში აღნიშნული წრე 5 თვეა, რაც ფუნქციონირებს და სპორტული ტანვარჯიშის შესწავლით 40-მდე ბავშვია დაინტერესებული.
ალექსანდრე ზაბახიძემ მუნიციპალიტეტში სპორტული ტანვარჯიშში აქტიური ჩართულობისთვის ტანმოვარჯიშეებს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელ დავით ყიფშიძესთან ერთად სერტიფიკატები გადასცა.