კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: კოტე ყიფიანი, ნეკა სებისკვერაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, ანსამბლი ,,შვიდკაცა“, ,,ჰერიო“, ილურიძის ბენდი, ჯგუფი “რეგიონი”.
საახალწლო კონცერტს წამყვანები – პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს. 16:30 საათიდან ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!