უმრავლესობის დეპუტატი კახა კახიშვილი-ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც კანონს არღვევენ.