GCCA-ის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: მცხეთის N მე-2 საჯარო სკოლასა და  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები. ასევე, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო გადაწყვეტილებები. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება