მაკა ბოჭორიშვილი  ლუქსემბურგის დიდი  საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის  ფარგლებში გაიმართა  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს,  საგარეო  საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება