შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსს“ ინფორმაციით, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი.

გარდა ამისა, როგორც „იმედინიუსი“ს ინფორმაციით,მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება