ბოლნისის მერიაში ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა
გამართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,ზამურ ჭითანავა, ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური
სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მულტიდისციპლინური გუნდის
მიერ წარმოდგენილი შემთხვევები დეტალურად განიხილა და კომისიის წევრებთან ერთად
გამოკვეთილი საჭიროებების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
მერის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებულ ბავშვიან ოჯახებს
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთჯერადად მატერიალურ
დახმარებას გაუწევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება