ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა.საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო,ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია,დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ტაილანდის სამეფოსწარმომადგენლობით დელეგაციასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოშიარჩევნების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევევისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დეზინფორმაციის მართვისსტრატეგიებთან დაკავშირებით. შევთანხმდით დელეგატებთან სამომავლოთანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, ისევე როგორც სხვადასხვასაარჩევნო აქტივობებში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობასთანდაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისშემდეგ.თავის მხრივ აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობასა და მსგავსი ტიპისშეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ტაილანდის სამეფოსწარმომადგენლობითი დელეგაციის წევრმა აპივან საქსესმა – “გულწრფელადმადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა.ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ეს იყო ძალიანნაყოფიერი შეხვედრა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თქვენი საინტერესო გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ.თავმჯდომარის პრეზენტაცია იყო ძალიან ინფორმაციული. ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ“.შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციის რეესტრისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულის შესახებ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთევან ქარენაშვილმა გააცნო.
ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.