მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე. და თუ მართლა სურს ბრიუსელს, რომ იხილოს საქართველო ევროკავშირში, ბუნებრივია გზა უნდა გამონახოს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან

საყურადღებო, ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხმამაღალი განცხადებები, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ქართველი ხალხის მისწრაფებებს უჭერენ მხარს. დავარქვათ ამ განცხადებასაც ტყუილი. იმიტომ, რომ მითხრას ვინმემ ერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაიარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელის ხელისუფლებასთან დიალოგის გარეშე. შენ თუ ხელისუფლებას არ დაელაპარაკები, როგორ შეიძლება მოახვედრო ქვეყანა ევროკავშირში, როცა მე მიმტკიცებ, რომ ამ ხალხის ევროპულ მისწრაფებებს უჭერ მხარს. ასე რომ ასეთი მანიპულაციური განცხადებები ალბათ უნდა დასრულდეს და რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ, პარტნიორულ ურთიერთობებს, როდესაც საერთო ინტერესებით ვივლით.“
ბოჭორიშვილმა დადასტურა, რომ საქართველოს ევროპული გზა უცვლელი რჩება და ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი არ დაუკარგავს:
„ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და თუ მართლა სურს ბრიუსელს, რომ იხილოს საქართველო ევროკავშირში, ბუნებრივია გზა უნდა გამონახოს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან.“ – განაცხადა მინისტრმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება