თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, სამსახურის პარტნიორ ორგანიზაციას_ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს და მთელ თურქ ერს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში განიცადა კატასტროფა. თურქული სამხედრო C-130 ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.